Thursday, June 17, 2010

პროექტი

1. პროექტის სახელი:"მათემატიკური ხელოვნება"
2. პროექტის მოკლე აღწერა: გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება ხელოვნებაში.ორნამენტული კომპოზიციების შექმნა სიბრტყის მრავალკუთხედებით დაფარვის პრინციპით.

3. პროექტის სრული აღწერა: ზოგიერთი გეომეტრიული გარდაქმნების–ცენტრული,ღერძული სიმეტრიების,პარალელური გადატანის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ორნამენტული კომპოზიციები.ორნამენტების შექმნა, როგორც წესი, სიბრტყის მრავალკუთხედებით დაფარვის ამოცანებს უკავშირდება.პარალელოგრამით სიბრტყის დაფარვა ყოველთვის შეიძლება.ამიტომ სასურველია ორნამენტის პარალელოგრამში მოთავსება და ოთხი მიმართულებით პარალელური გადატანა. ასეთი გეომეტრიული გარდაქმნები პრაქტიკულ საქმიანობაშიც გამოიყენება.ორნამენტით მთელი სიბრტყის დაფარვა ე.წ.პარკეტს გვაძლევს.შეიძლება წრფივი ორნამენტი,რომელიც ლენტის(ბარდიურის)სახით წარმოიდგინება.გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებით ორნამენტული კომპოზიციების შექმნა უძველესი დროიდან გამოიყენება.პროექტის მონაწილეებს შეუძლიათ "მათემატიკური ხელოვნების" მრავალი ნიმუში მოიძიონ და მათემატიკურად გამოიკვლიონ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, მხატვრულ ნაქარგები,ორნამენტები.გაეცნონ ჰოლანდიელი მათემატიკოსის და არქიტექტორის მორის ეშერის მიერ შექმნილ კომპოზიციებს.

4. მონაწილეთა ასაკი:14–15 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა:4–5 კვირა

6. აქტივობები:მოსწავლეები შესაბამის სახელმძღვანელოებში და ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო მასალას.საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გაეცნობიან ქართული ორნამენტების ნიმუშებს და შეადარებენ სხვა ქვეყნების ორნამენტებს.

7. მოსალოდნელი შედეგები:პროექტი დააინტერესებსმოსწავლეებს და სტიმულს მისცემს მოინახულონ საქართველოს ხელოვნების მუზეუმი,ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები.დაინტერესდებიან თვითონ შექმნან ორნამენტები.ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან მათემატიკის დიდ როლსა და მნიშვნელობაზე ხელოვნებასა და პრაქტიკულ საქმიანობაში.

8. სამუშაო ენა: ქართული

9. კავშირი საგნებთან ან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მათემატიკა,ხელოვნება,ისტორია.

10. პროექტის ავტორი:ანა გულბათაშვილი

11.ავტორის E-mail:anagulbatashvili gmail.com

12.პროექტის ვებ–გვერდი:anagulbatasvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment